06 ივლისი 2024,   01:56
ვრცლად
კახა კალაძე "საახალწლო სოფლის" სამზადისს გაეცნო

"საახალწლო სოფელი" ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება. მიმდინარე სამზადისს თბილისის მერი გაეცნო.

"საახალწლო სოფლის" ტერიტორიაზე განთავსდება თოვლის ბაბუის სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, "ცხელი სასმელების ბარი," "საშობაო ბაზარი," "საახალწლო ქალაქის" სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.

საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.

 

 

დღის ამბები