16 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ, საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა" - შარლ მიშელი

შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის," - წერს შარლ მიშელი.

დღის ამბები