16 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
"გილოცავთ!" - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ისტორიულ თარიღს ულოცავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები