16 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
გილოცავთ ისტორიულ დღეს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, მიღწეული პროგრესის აღიარებაა - ილია დარჩიაშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეხმაურება.

როგორც დარჩიაშვილი წერს, დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარებაა.

"საქართველო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება რეალობად აქციოს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირის წევრობამდე!" - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები