"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს წარმატებას ულოცავს.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღეც დამდგარიყო, ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. მე არ მეგულება ქართველი, რომელსაც დღეს ეს შედეგი, მიღწევა, წარმატება რომ არ უხაროდეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.