უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილებაში უნგრეთი არ მონაწილეობდა", - წერს ვიქტორ ორბანი.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.