16 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის - მოლდოვა ამ გზაზე თქვენ გვერდით დგას - მოლდოვის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

"საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის. მოლდოვა ამ გზაზე თქვენ გვერდით დგას, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას," - წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე.

დღის ამბები