უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქართულ ენაზე ულოცავს.
"ძვირფასო ქართველებო, გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს ისტორიული გამარჯვებაა!
გამარჯვება თითოეული თქვენგანის!", - წერს ანდრეი ერმაკი.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.