უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა.
მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ წელს, ევროსაბჭოზე შესაბამისი მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
"ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით", - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის დაბლოკვას ადასტურებს შარლ მიშელი. მისი თქმით, ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში, სპეციალურ სამიტზე განიხილავს.