16 ნოემბერი 2024,   00:11
ვრცლად
ჩვენ შევძელით მყარად, ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით მოგვეპოვებინა ეს სტატუსი, მთავარი მადლობა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამისთვის მმართველმა გუნდმა ამისთვის რთული გზა გაიარა.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას. მმართველმა გუნდმა არც თუ ისე იოლი გზა გაიარა ამისთვის. ის იბრძოდა, როგორც რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე, ომისა და რევოლუციის თავიდან ასარიდებლად. "ხალის ძალა" ამ ბრძოლაში, ვფიქრობ, იყო ავანგარდში. მან გამოააშკარავა ცალფეხზე დგომის სურვილი ოპოზიციის მხრიდან.

ჩვენ შევძელით მყარად, ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით მოგვეპოვებინა ეს სტატუსი. რომ არა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ ქვეყანა დღესაც ცალ ფეხზე იდგებოდა და მოდით ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი გადაწყვეტილება და მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, დღეს არავითარი პერსპექტივა ქვეყანას არ ექნებოდა. ასე რომ მთავარი მადლობა მაინც მას ეკუთვნის," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები