16 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. სესია სახელწიფო ჰიმნით დაიხურა.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია, რომლის გახსნის დღე სექტემბრის პირველი სამშაბათია, დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ აპირებს.

პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში თებერვლის პირველ სამშაბათს - 6 თებერვალს განაახლებს.

დღის ამბები