16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
კახა კალაძე - მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში

მჯერა,  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა.

„საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები