16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო დღე, ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა - რა შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები და როგორია მოლოდინები

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პარლამენტში, სხდომაც უკვე განსხვავებულად დაიწყო: მილოცვებით, ტაშით, ოვაციებით, ერთობლივი ფოტოებით და რა თქმა უნდა ევროკავშირის სიმბოლიკით.

საქართველო ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს იბრუნებს - პარლამენტის სპიკერმა სხდომა ამ პათოსით გახსნა. გრძელი ისტორიული გზა მოკლე რაკურსით შეაჯამა, და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქვეყანას ევროპული სტატუსის მიღებაში დაეხმარა.

პოლიტიკოსების განცხადებებშიც დღეს საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. კანდიდატის სტატუსს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს - ეს ოპოზიციის ერთი ნაწილის მთავარი გზავნილი იყო, რომლებიც მეორე ნაწილს, პასუხიმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებდნენ.

განსხბვავბეულად განსხვავევბულ ენაზე დაიწყო დილა პარლამენტში ”ხალხის ძალისთვის".

დეპუტატები თანხმდებიან, რომ სტატუსის შემდეგი ახლა მთავარია პროცესი, რომელმაც ქვეყანა შემდეგ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს - გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის.

პარლამენტის სხდომაზე არც გიორგი ვაშაძე და არც ლევან ხაბეიშვილის გუნდი ყოფილა. დარბაზში დღეს მხოლოდ ანა წითლიძე იმყოფებოდა, დანარჩენებმა სტატუსის მიღების აღნიშვნა სახალხო ზეიმის ნაცვლად პარტიული ზეიმით გადაწყვიტეს.

ქართული ოცნების ლიდერები დამსახურებულ სტატუსს ულოცავდნენ ყველას. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროინტეგრაცია არა მხოლოდ სურვილი, არამედ ხელისუფლების რეალური საქმეა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ გზაზე მუშაობა იმავე შემართებით გაგრძელდება, როგორც კანდიდატის სტატუსის მოპოვებამდე იყო.

სხდომა, რომელიც სიმბოლურად ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, დღეს საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა. ამ ფორმით დაიხურა უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პარლამენტში საშემოდგომო სესია.

 

დღის ამბები