16 სექტემბერი 2024,   23:01
ვრცლად
წინ, საქართველო, წინ - პაველ ჰერჩინსკი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავს

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, „საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პოლიტიკური ლიდერებო, ბატონო მერო, ბატონო ელჩებო, ძვირფასო საზოგადოებავ გილოცავთ.

დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-იდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერბმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.

კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები