21 დეკემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით - შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე

სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი - ეს "ქართული ოცნების" მიზანია - მიზნამდე მისასვლელ გზებზე პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე იმუშაოს, რომელიც ევროკომისიამ დასახა.

"ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით. ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, თუმცა წევრობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა და ბევრი შრომაა გასაწევი.

ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე ვიმუშაოთ, რომელიც ევროკომისიამ დასახა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები