21 დეკემბერი 2024,   17:23
ვრცლად
პუტინი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს მონაწილეობას - მედია

ვლადიმერ პუტინი გეგმავს, რუსეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი არა პარტია "ერთიანი რუსეთის" კანდიდატად, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყაროს და კიდევ 6 წელი მართოს ქვეყანა, - წერს სააგენტო Reuters-ი მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 700-ზე მეტი პოლიტიკოსი და სპორტისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენელია გაერთიანებული, ერთხმად დაუჭირა მხარი პუტინის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენას.

ორ ათწლეულზე მეტია, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის მარტშია ჩანიშნული.

დღის ამბები