06 ივლისი 2024,   00:27
ვრცლად
ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ომის 72-ე დღე ახლო აღმოსავლეთში. ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სამხრეთით, ხან იუნისის აღმოსავლეთით, ბანი სუჰეილას დაარტყეს. მუნიციპალიტეტი ღაზის სექტორის მეორე ქალაქი და ჰამასის დასაყრდენია.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე ორი შეტევა განახორციელეს ხან იუნისის რაიონში. ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ელ-ბალახზე კი, თავდასხმების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები