05 ივლისი 2024,   23:55
ვრცლად
სადღესასწაულო განწყობა თბილისში - საშობაო სოფელში, საბავშვო გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს

ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი - ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

წლის მთავარი დღესასწაულისთვის, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მშობლებს დილიდან მიჰყავთ ბავშვები. საბავშვო გასართობი ღონისძიებები, ამ წუთებში, საშობაო სოფელში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს კი, საღამოს, მუსიკალური ბენდები გააგრძელებენ.

სტუმრების განწყობაზე, დღეს, "ღამის შოუსა" და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები იზრუნებენ.

დღის ამბები