06 ივლისი 2024,   00:26
ვრცლად
"პაციენტებს ჭრილობებს იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში უკერავენ, ექიმებს არ აქვთ საშუალება, ტკივილი შეუმსუბუქონ დაჭრილებს“ - ჯანმო ღაზის უდიდეს სამედიცინო კომპლექსს სასაკლაოს ადარებს

სასაკლაო - ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ალ-შიფას საავადმყოფოში არსებულ ვითარებას. ჯანმო-ში განმარტავენ, რომ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე დაწესებულებისთვის სამედიცინო საშუალებების მიწოდება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე არსებობს წყლისა და საკვების დეფიციტი.

ორგანიზაციის ცნობით, "პაციენტებს ჭრილობებს იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში უკერავენ" და ექიმებს არ აქვთ საშუალება, მართონ დაჭრილთა ტკივილი.

ალ-შიფა ღაზის უდიდესი სამედიცინო კომპლექსია. დაწესებულება ისრაელისა და "ჰამასის" დაპირისპირების ადგილადაა ქცეული - ისრაელის მტკიცებით, შენობის ქვეშ მდებარე გვირაბებს თავს "ჰამასი" აფარებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები