05 ივლისი 2024,   23:51
ვრცლად
"მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი ყველა მიზანს არ მიაღწევს" - ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს

"მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი ყველა მიზანს არ მიაღწევს" - ამბობს ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს. პუტინი არჩევნებში ისევ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

71 წლის პუტინი, უკვე 20 წელია, რუსეთის ფედერაციას მართავს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნები 3-დღიანი იქნება. დაიწყება 15 მარტს და 17-ში დასრულდება.

ვლადიმერ პუტინი უკვე დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი - ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თუმცა თვითონ ამ ღონისძიებას არ დასწრებია.

პრეზიდენტის პრესკონფერენცია ეს ერთგვარი სანახაობაა, რომელსაც კრემლი მოსახლეობას ყოველწლიურად სთავაზობს. 2 მილიონი კითხვიდან მხოლოდ რამდენიმე შეირჩა. როგორც წესი, ამ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვები არ ისმის. არც წლევანდელი კონფერენცია იყო გამონაკლისი.

დღის ამბები