05 ივლისი 2024,   23:19
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

ლიბიის სანაპიროსთან, გემის ჩაძირვის შედეგად, 60-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. მსხვერპლთა უმეტესობა ნიგერიიდან და გამბიიდან იყო, - ამის შესახებ BBC მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.

გადარჩენილები ამბობენ, რომ გემი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიიდან, ქალაქ ზუვარადან გავიდა და ბორტზე 86 ადამიანი იყო.

ლიბია ერთ-ერთი მთავარი პუნქტია იმ აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთასა და ევროპაში შესვლას ცდილობენ.

დღის ამბები