ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უწყების ხელმძღვანელი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უპასუხებს.
ლევან დავითაშვილის პარლამენტში დაბარება პოლიტიკური ჯგუფის, "ევრო-ოპტიმისტების" ინიციატივით მოხდა.