05 ივლისი 2024,   23:04
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის ესკორტის ერთ-ერთ ავტომობილს მანქანა დაეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ესკორტის ერთ-ერთ ავტომობილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, დელავერის შტატში, სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი მისი საარჩევნო კამპანიის შტაბიდან გამოდიოდა და საპრეზიდენტო ავტომობილისკენ მიემართებოდა.

შეჯახების ხმაურზე საიდუმლო სამსახურის წევრები პრეზიდენტს აეფარნენ და მანქანამდე მიაცილეს. საიდუმლო სამსახურის ცნობით, ავარია წინასწარ განზრახული არ ყოფილა. შესაძლოა, შეჯახების მიზეზი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაუარესებული ამინდი და წვიმა გახდა.

ჯო ბაიდენი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.

დღის ამბები