16 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად, საშუალოდ, 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში - პრემიერი

"შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში,"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი.

"ასევე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები