საქართველოს, პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ეწვია. ნენსი ფეზერს, რომელიც დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლევან იზორია დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ, რაც ხელისუფლების განმარტებით ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა.