05 ივლისი 2024,   23:45
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომის 74-ე დღეა - ღამით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა

ახლო აღმოსავლეთში ომის 74-ე დღეა. ღამით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა. ადგილობრივმა სამედიცინო წყაროებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა, ანკლავში ალ-ალჰის საავადმყოფო დაარბიეს.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკლავში ჯაბალიას თავშესაფარში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ისრაელს ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის დაგეგმვისკენ მოუწოდა, განიხილა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შემცირება. თუმცა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ შტატები ისრაელს სამხედრო ოპერაციის ვადებსა და პირობებს არ კარნახობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ეტაპობრივად გადავა.

დიდი ალბათობით, დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები