06 ივლისი 2024,   01:23
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი თბილისის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა

ხანძარი თბილისში - გვიან ღამით, ცეცხლი გაჩნდა ჭიჭინაძის ქუჩაზე სასტუმრო "შოთაში". თანამშრომლების განცხადებით, ცეცხლის კერა დახურულ საუნაში გაჩნდა, რომელმაც სასტუმროს დაკვამლიანება გამოიწვია.

სტუმრების ევაკუაცია დროულად მოხდა და ადმინისტრაციამ  ვიზიტორების სხვა სასტუმროში განთავსება უზრუნველყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები