16 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგის მძევლად დარჩა - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგის მძევლად დარჩა.

ქადაგიშვილის თქმით, კარგია როდესაც დესტრუქციული ოპოზიციური პარტია, ნელ-ნელა პოლიტიკურ წონას კარგავს.

"ეს პარტია, თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად დარჩა. კარგია, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ წონას და ეს საშუალებას აძლევს, პერსპექტივაში, ნორმალური ოპოზიციის გაჩენის ალბათობის გაზრდას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები