27 დეკემბერი 2024,   09:38
ვრცლად
საქართველოში ყოველ მე-4 ქალს განუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან - გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა

საქართველოში ყოველ მე-4 ქალს განუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან. კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარეს.

შედეგების მიხედვით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების განმავლობაში, ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. 24%-ს - ფსიქოლოგიური ძალადობა, 8%-ს - ეკონომიკური, 6%-ს - ფიზიკური, 4%-ს - კი სექსუალური ძალადობა.

საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 18 წლამდე ასაკში გამხდარა ქალების 8.5 პროცენტი.

 

დღის ამბები