ბათუმის მერმა საკრებულოს სხდომაზე ნაჩვენები ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა - საკრებულოს სხდომაზე მერს ანგარიში ჰქონდა, რა დროსაც მონიტორზე ფოტო აჩვენეს, რომელზეც ევროკავშირის დროშა რუსეთის რუკაზე იყო დატანილი.
ფაქტი ოპოზიციამ გააპროტესტა, საკრებულოს სხდომა დატოვა და მერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ამის შემდეგ მერმა განმარტება გააკეთა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს გრაფიკოსების მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა იყო, რისთვისაც ბოდიშს იხდის.