16 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ბინების დაკანონებასა და ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები და ურბანული განვითარება მომავალ წელსაც გაგრძელდება.
 
2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა კი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, 1 მილიარდ 800 მილიონამდეა, რაც ქალაქისთვის ისტორიული მაქსიმუმია.
 
საკრებულოში სხდომა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება, რომელზეც უმრავლესობა კუს ტბის რეაბილიტაციის პროექტს წარადგენს.
დღის ამბები