16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი, ერთხელ და სამუდამოდ, სიმართლე დამტკიცებულიყო - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე - რატი ბრეგაძე

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე - კონკრეტულად ამ საქმეში [გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე] სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოიგო.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე. საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ამავდროულად, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე. დღეს, სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, კერძოდ, ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, მტკიცებულებების მოძიების საქმეში. კონკრეტულად ამ საქმეში, სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და წარმატებაც განპირობებულია წინა საქმეებით, რომელიც საქართველომ მოიგო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები