06 ივლისი 2024,   00:52
ვრცლად
საქართველოს ყველა კუთხე ახალი წლისთვის ემზადება - საახალწლო ილუმინაციები და განახლებული დეკორაცია 63-ვე მუნიციპალიტეტს გადაეცა

ახალი წლის მოახლოება საქართველოს ყველა რეგიონში უკვე იგრძნობა. მთავარი ნაძვის ხე უკვე განათდა რუსთავსა და მცხეთაში. ახალი განათებებით მოირთო მცხეთის ცენტრალური მოედანი. საახალწლო დეკორაციები მოწყობილია რუსთავის ქუჩებშიც. სადღესასწაულო პერიოდში, დაგეგმილია მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები.

მთავარი ნაძვის ხე უკვე აანთეს გორშიც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქს განახლებული საახალწლო ილუმინაციები გადაეცა. განათებულია ყველა ცენტრალური ქუჩა და პარკი. 2024 წლის შესახვედრად ემზადებიან კასპშიც.

საახალწლო ღონისძიებებს აღნიშნავენ ასპინძაშიც. ქალაქის მთავარ ქუჩებსა და პარკში სადღესასწაულო განწყობაა. ზეიმობს მესტიაც. წინა წლებთან შედარებით, ქალაქში სადღესასწაულო მორთულობა უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

საახალწლო ილუმინაციები და განახლებული დეკორაცია, ქვეყნის მასშტაბით, 63-ვე მუნიციპალიტეტს გადაეცა.

დღის ამბები