06 ივლისი 2024,   00:31
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - "ცაჰალი" ირწმუნება, რომ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე კონტროლი დაამყარა

ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ იერიშს განაგრძობს. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო დარტყმებს 100 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ცაჰალის" სარდლობის ცნობითვე, ისინი წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი - ხან-იუნისის რაიონში. მათი თქმით, ანკლავში, საერთო ჯამში, 1500 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც "ჰამასს" ეკუთვნოდა და უმეტესი მათგანი სამოქალაქო ტერიტორიებსა და სტრუქტურებში იყო განლაგებული.

ამავე დროს, თელ-ავივი კიდევ ერთხელ აცხადებს "ჰამასთან" ბრძოლაში მეორე პაუზისთვის მზადყოფნას, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. თავის მხრივ "ჰამასი" კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება. ღაზაში ამ დროისთვის 130-მდე მძევალია.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. გაერო-ში უშიშროების საბჭოზე მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო.

დღის ამბები