03 ივლისი 2026,   23:38
ვრცლად
ხანძარს ნუცუბიძის პლატოზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

 
დღის ამბები