რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყება. სხდომას 7 ნოემბრის ეპიზოდზე, თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დისტანციურად დაესწრება. სავარაუდოდ, ის განცხადებას გააკეთებს. დღეს იგეგმება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. საქმეში, სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ისინი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის პატიმრობაში.