16 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
საბოლოოდ ჩამოინგრა რუსულად სახელდების უსაფუძვლო და ფსევდოპატრიოტული პროპაგანდა. აღმოჩნდა, რომ ჩელიაბინსკში გაღვიძების მოლოდინში, დესტრუქციულ ოპოზიციას ხელში კანდიდატის სტატუსი შერჩა - ვატო შაქარიშვილი

"თითქმის ორწლიანი პოლიტ-ისტერიის შემდეგ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება, მართლაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ სტატუსს შეუძლია რაიმე ხელშესახები სიკეთის მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს საქართველოში გლობალური ომის პარტიის დამარცხებას," -ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველოს უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ერთი შეხედვით ამ პათეტიკური ტექსტის უკან, ძალიან პრაგმატული, გონივრული და ღირსეული ქმედებების ჯაჭვია, რამაც ხელი შეუშალა დიდი შეთქმულების განხორციელებას.

"დასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა - ანუ სტატუსის… თითქმის ორწლიანი პოლიტ-ისტერიის შემდეგ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება, მართლაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ სტატუსს შეუძლია რაიმე ხელშესახები სიკეთის მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს საქართველოში გლობალური ომის პარტიის დამარცხებას(ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე)!

ჩვენ გავიმარჯვეთ ურთულეს უთანასწორო ბრძოლაში! ერთი შეხედვით ამ პათეტიკური ტექსტის უკან, ძალიან პრაგმატული, გონივრული და ღირსეული ქმედებების ჯაჭვია, რამაც ხელი შეუშალა დიდი შეთქმულების განხორციელებას.

წარმოუდგენელი მასშტაბის და ძალის შეტევას გავუძელით, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. არათუ ერთი დღით, ერთი წამითაც არ შეწყვეტილა, ქვეყნის გარედან ორკესტრირებული ქმედებები, რაც საქართველოში არეულობის გამოწვევას, შედეგად ხელისუფლების შეცვლას და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურებოდა. ყველაფერი დაიწყო, დამნაშავე სააკაშვილის კონტრაბანდის სახით შემოპარებით, სცენარის დასკვნითი ფაზა კი, უკრაინის ომის დაწყების პარალელურად გაჩაღდა. ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციები; ცილისწამება სანქციების დარღვევის შესახებ; ამერიკული კანონის რუსულად მონათვლა; აბსოლუტურად უსამართლო უარი სტატუსზე; მოსამართლეების სანქცირება; ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო სანქცირება და ამ ყველაფერს ლაიტმოტივად წამძღვარებული - რუსო, რუსოს ძახილი. ალბათ არ მოიძებნება სხვა შემთხვევა, როდესაც ასე ღიად ხდებოდა უცხო ქვეყნების მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი ინტენსივობით ჩართვა. ჩვენ ვნახეთ, დიდი ფულის და პოლიტიკური ინტერესების კომბინაციით ორგანიზებული საერთაშორისო ქსელი, სადაც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტი; უმსხვილესი კორპორაციები(“ბლექროკი” “ვანგარდი”); მედიასაშუალებები, ევროსტრუქტურები; საერთაშორისო ორგანიზაციები; საელჩოები; ცალკეული პირები და ცხადია, ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის სახელით მოქმედი აგენტურა. ამ ყველაფერს კი, უპირისპირდებოდა ქართული საზოგადოების მიერ ზურგგამაგრებული ხელისუფლება, რომლის ქმედებებმაც, საბოლოო წარმატებამდე, არაერთი ეპიზოდური გამარჯვება მოიტანა. მაგალითად, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ, პრემიერ ღარიბაშვილის და ევროკომისარ ბორელის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც ერთი ქართველი იდგა, მაგრამ მთელი ქვეყნის სათქმელს გადმოსცემდა. პრემიერის მხრიდან ეს იყო მთელს ევრობიუროკრატიაზე გადავლებული ცივი შხაპი, რომელმაც გამოაფხიზლა ისინი და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად განაპირობა 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. საბოლოოდ ჩამოინგრა რუსულად სახელდების უსაფუძვლო და ისტერიული, ფსევდოპატრიოტული პროპაგანდა. აღმოჩნდა, რომ ჩელიაბინსკში გაღვიძების მოლოდინში, დესტრუქციულ ოპოზიციას ხელში კანდიდატის სტატუსი შერჩა. არ მეგონა ოდესმე დადებით კონტექსტში, ჩერგოლეიშვილის ციტირება თუ მომიხდებოდა, მაგრამ მისი ფორმულა მართლაც საუკეთესოდ აღწერს მოცემულობას, რომელიც ძალიან მწარეა ქვეყნის მტრებისთვის და სახარბიელოა დანარჩენი საქართველოსთვის - "ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი, რუსეთთანაც დაალაგა - უვიზო მიმოსვლა გახსნა, ფრენები დაიწყო და ამხელა ეკონომიკური სარგებელი შემოგვდის რუსეთიდან, ევროპელებსაც არ დაუთმო, ცალ ფეხზე არ დადგა, ღირსება შეგვინარჩუნა და სტატუსიც მიიღო, ომიც არ ყოფილა…”, - წერს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები