14 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა - 200 000-მდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიურად ნაკლები შენატანი ექნება
ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა. ეს მაჩვენებელი ეროვნულმა ბანკმა 0,5%-ით დაწია და ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს. 
 
შესაბამისად, 200 000-მდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიურად ნაკლები ექნება შენატანი. 
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ნოემბერში 0.1% შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სტრუქტურა ეტაპობრივად აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.

"ეტაპობრივად, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა, მათ შორის, ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელიც არის საკმაოდ დაბალი", - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები