05 ივლისი 2024,   22:01
ვრცლად
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა.

პოლტავის ოლქში დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 62 აფეთქება. საღამოს, თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქსა და დნიპროპეტროვსკის ოლქში 4 დრონი ჩამოაგდეს. ღამით, აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებულ მარიუპოლშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. თავდაცვის ძალებმა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მოწინააღმდეგის 29 შეტევა მოიგერიეს.

აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსული ჯარები მიწის გაყინვას ელიან, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში, ავდიივკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციები გააძლიერონ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ კონგრესი უკრაინის 61 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოთხოვნას იანვარში მიიღებს, რადგან რუსეთთან ომის ფონზე კიევის მხარდაჭერა შენარჩუნდეს.

დღის ამბები