"თუ პუტინს მივცემთ საშუალებას უკრაინაში ომი მოიგოს, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება" - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ ევროპულ დემოკრატიას.
"თუ უახლოეს მომავალში ჩვენ არ შევცვლით კურსს და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენი ევროპულ იდეის მნიშვნელობას სერიოზული ზიანი მიადგება" - განაცხადა ბორელმა.