ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან არ მესმის, რომ "ჰამასმა" შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, დადოს იარაღი და დანებდეს - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ "ჰამასი" ამას გააკეთებს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. ბლინკენის განცხადებით, თუ ეს კონფლიქტი "ჰამასის" განეიტრალებით არ დასრულდება, მაშინ შესაძლოა 7 ოქტომბერი გამეორდეს, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.
"ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე გადასვლა, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან "ჰამასის" ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი. ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ "ჰამასმა" შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება," - აღნიშნა ბლინკენმა.