16 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
იმედს ვიტოვებ, წელიწადში ერთხელ მაინც შეასრულებენ მინიმალურ ვალდებულებებს და ხელს აუწევენ ქალაქის განვითარებას - ნინო ლაცაბიძე ოპოზიციაზე და 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე

რუსთვის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ისინი შვიდი თვის განმავლობაში, მოსახლეობასთან ერთად გეგმავდნენ იმ პრიორიტეტებს, იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წელს უნდა განხორციელებულიყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტი დამტკიცდეს.

ნინო ლაცაბიძე იმედის იტოვებს, რომ ოპოზიცია მინიმალურ ვალდებულებებს შეასრულებს და ხელს არ შეუშლის ქალაქის განვითარებას.

"ჩვენ, შვიდი თვის განმავლობაში, მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავდით იმ პრიორიტეტებს, იმ პროექტებს, რომლებიც უნდა განგვეხორციელებინა 2024 წელს. შევთანხმდით, რომ ბიუჯეტი გაიზრდებოდა 25 მილიონი ლარით და ეს ჩვენი ქალაქისთვის დღეს არის მაქსიმუმი და უპრეცედენტო ზრდა. 112 მილიონით განისაზღვრა 2024 წლის ბიუჯეტი და გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაზეც მოსახლეობასთან ერთად ვსაუბრობდით. მათ შორის, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. 43%-ით დაფინანსება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია გაზრდილი და სწორედ ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველს, რომ საკრებულომ, მოსახლეობასთან ერთად შეთანხმებული ბიუჯეტი აუცილებლად უნდა დაამტკიცოს. მე იმედს ვიტოვებ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოსახლეობის მანდატი, პატივს სცემს როგორც ქალაქს, ასევე იმ ამომრჩეველს ვინც მათ ეს მანდატი მიანიჭა და შეასრულებენ მინიმალურ ვალდებულებებს, რომ ხელი აუწიონ ქალაქის განვითარებას", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები