08 ივნისი 2024,   17:01
ვრცლად
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე - სასამართლომ დახურულ პროცესზე მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის მამაკაცის ეპიზოდი განიხილა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის - არასრულწლოვანის დედაც, თუმცა დღეს სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის მამაკაცის ეპიზოდი განიხილა.

პროცესზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, სხდომა დახურული იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც გოგონა, რამდენიმე თვით ადრე, იძულებითი ქორწინების მიზნით, მოიტაცა.

დღის ამბები