16 ივნისი 2024,   02:29
ვრცლად
"მოკლულია 10 ადამიანი" - პრაღაში მომხდარი სროლის გამო, ჩეხეთის პრემიერმა ყველა შეხვედრა გააუქმა

ჩეხეთის დედაქალაქში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ სროლას, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობითვე, დაშავებულია ათობით ადამიანი. შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია, - ამბობს პოლიცია.

"ყველაზე ფატალური სროლა ჩეხეთის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში" - ასე აფასებს საერთაშორისო მედია მომხდარს. მომხდარის გამო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის". საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

დღის ამბები