05 ივლისი 2024,   23:30
ვრცლად
22 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, მალხაზის, ჩოლოყაშვილის, ჩკალოვის, დოდაშვილის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თოფურიძის, თავაძის, ცინცაძის, თამარაშვილის, საბურთალოს, ჟღენტის, ბახტრიონის, ოჟიოს, კოსტავას, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის, ჭყონდიდლის, გურამიშვილის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

დღის ამბები