18 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თანმხლები საპარლამენტო დელეგაცია, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა.

შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე.

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები.

ალენ სიმონიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

დღის ამბები