05 ივლისი 2024,   23:07
ვრცლად
ჩრდილოეთ ღაზაში არცერთი საავადმყოფო აღარ მუშაობს - ჯანმო

"კატასტროფულს მიღმა" - ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ ღაზაში არსებულ ვითარებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პაციენტებს, არათუ სამედიცინო მომსახურებაზე, არამედ საკვებსა და წყალზეც კი არ აქვთ წვდომა.

"საწვავის, პერსონალისა და მარაგების ნაკლებობის გამო, ჩრდილოეთ ღაზა ფუნქციონალური საავადმყოფოს გარეშე დარჩა, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ისრაელის სამიზნეა“, - წერს Al Jazeera ჯანმო-ზე დაყრდნობით.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოეთ ღაზას ჯანმოს მისია სტუმრობდა.

"ჩვენს თანამშრომლებს სიტყვები არ ჰყოფნით იმ სიტუაციის აღსაწერად, რომელიც კატასტროფულს მიღმაა და რომლის პირისპირაც პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები არიან. ჩრდილოეთში, რეალურად, ფუნქციონალური საავადმყოფოები დარჩენილი არ არის", - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი რიჩარდ პიპერკორნი.

დღის ამბები