08 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ბათუმში, სანაპიროზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ცხედარი უცნობმა პირებმა ბათუმის ბულვარში სანაპიროზე იპოვეს, მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

 

დღის ამბები