10 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"რა,სად,როდის" ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს - კითხვები ევროკავშირზე და გართობით მიღებული ცოდნა

თბილისიდან გურიამდე - "რა?სად?როდის?" ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს. ინტელექტუალურმა თამაშმა "ევროპის შესახებ" საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა.

თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; "რა?სად?როდის" გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ეს თამაში ახალგაზრდებისთვის განვითარებაა. 

"წელს ჩვენ დავიწყეთ - "რა? სად? როდის?" ევროპის შესახებ არის განათლებაც და გართობაც. ახალგაზრდები პასუხობენ კითხვებს ევროკავშირზე და ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია," - აცხადებს ჰერჩინსკი. 

დღის ამბები