06 ოქტომბერი 2024,   16:55
ვრცლად
თბილისის ისტორიის მუზეუმში, ირაკლი ნასიძის მიერ შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულების ახალი კოლექციების გამოფენა გაიხსნა

თბილისის ისტორიის მუზეუმში, ირაკლი ნასიძის მიერ შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულების ახალი კოლექციების გამოფენა გაიხსნა.

ფენტეზის ჟანრში გაფორმებულ საღამოზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ირაკლი ნასიძის ახალი კოლექციისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების, როგორც ხელოვნების ობიექტების, ურთიერთმიმართება ენახათ.

ირაკლი ნასიძე წლების განმავლობაში პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი იყო, სადაც ის აქტიურად თანამშრომლობდა მაღალი მოდის სახლებთან და არაერთ ლეგენდასთან. 

დღის ამბები